2018-08-07
ბრძანება №:214/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი  ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტმბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 31 ივლისის N177/01-01  ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელოს 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის N14924/10 და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 02 აგვისტოს  N15960/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები პორტუგალიური ენის სწავლების დონეების ცვლილებიდან  გამომდინარე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, კერძოდ:

ა) შევიდეს ცვლილებები  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის N10/02-01 ბრძანების სათაურში, პირველ  და მე-2 პუნქტებში:

 ა.ა.) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პორტუგალიური ენა (A1.1., A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე“;

ა.ბ.) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პორტუგალიური ენა (A1.1., 
A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ საფასური თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 255 ლარის ოდენობით;“

ა.გ.) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „პორტუგალიური ენა (A1.1., A1.2., A2.1., A2.2., B1.1., B1.2., B2.1. B2.2.)“ გაიხსნას მინიმუმ 7 მსმენელის არსებობის შემთხვევაში“;

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება;
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                        ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება