2014-05-05
ბრძანება №:862/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2014 წლის 29 აპრილის №13877/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატები:
ა) კეკელიძე ნინო
ბ) მაღლაკელიძე მერი
გ) მეგრელიშვილი ირაკლი
დ) ტატიაშვილი ნონა
ე) ქოჩორაძე თამარ
ვ) ყურშუბაძე ნანა
ზ) წკრიალაშვილი ლევან
თ) ჯანელიძე ნინო
2. ჩაითვალონ ჩარიცხულად 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატები, ერთი თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის (უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება) წარმოდგენის შემთხვევაში:
ა) ალიევა გამარ
ბ) დოლიძე თათია
გ) მახაშვილი ლევან
დ) ხუან ქრისტინა
ე) ხუფენია შალვა
ვ) ჩაბან ოლეკსიი
ზ) ჰასანზადა რუფატ
3. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება