2012-12-11
ბრძანება №:158/02-01

,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გამიჯვნის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 21 მაისის №81/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გამიჯვნის მიზნით  სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 21 მაისის №81/02-01 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.   შეტანილ იქნას ცვლილება ,,ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გამიჯვნის მიზნით  სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის  21 მაისის №81/02-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,ბ. ნანა მუსერიძე - კომისიის წევრი (ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი).“;
2.   წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4.   წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                        დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება