2019-10-15
ბრძანება №:258/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თიბისი ბანკის სახელობის ,,მონაცემთა მეცნიერის სტიპენდიის” მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თიბისი ბანკის სახელობის ,,მონაცემთა მეცნიერის სტიპენდიის” მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2019 წლის 01 ოქტომბრის N18613/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თიბისი ბანკის სახელობის ,,მონაცემთა მეცნიერის სტიპენდიის” მინიჭების წესი (დანართი N1).
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თიბისი ბანკის სახელობის ,,მონაცემთა მეცნიერის სტიპენდიის” მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) მალხაზ შაშიაშვილი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმ- წიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვახტანგ კვარაცხელია - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფე-სორი, (კომისიის წევრი);
გ) მიხეილ მანია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის წევრი);
დ) გურამ მირზაშვილი - საქართველოს აქტუარების და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის გამგეობის წევრი;
ე) ელიზბარ ნადარაია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) მამუკა ნადარეიშვილი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
ზ) მიხეილ ნადარეიშვილი - თიბისი ბანკის ბიზნესის ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
თ)
ომარ ფურთუხია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი(კომისიის წევრი, მდივანი);
ი) ბესიკ ჩიქვინიძე - საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის პრეზიდენტი, სტუ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. (კომისიის წევრი).
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე