2009-03-16
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №30/01-01)

ბრძანება № 30 / 01-01
       16.03.2009 წ
 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის მიმართულების ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულების ასისტენტ-პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
  2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  3. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 16 მარტს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 16 აპრილიდან 2009 წლის 18 მაისის ჩათვლით;
  4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (CV);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის    (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    ე) სამოტივაციო წერილი.
  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში 2009 წლის 16 აპრილიდან 2009 წლის 18 მაისის ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი);
  2. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #4929/02 12.03.2009წ.

 

რექტორი, პროფესორი
                                     გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება