2014-06-17
ბრძანება №:80/02-01

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2013 წლის 19 დეკემბრის №39368/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის #46/02-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის    დამტკიცების შესახებ”;    
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესი (დანართი №1)";
გ) ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის შესავალში მოცემული ამ დანართის დამამტკიცებელი აქტის გამომცემი პირისა და რეკვიზიტების შესახებ არსებული შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"დანართი - №1
დამტკიცებულია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2011 წლის "29. 03"
№46/02-01 ბრძანებით";

დ) ბრძანებით დამტკიცებული დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესი”;
ე) ბრძანებით დამტკიცებული დანართ №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი”) ბაკალავრს, მაგისტრსა და დოქტორანტს (მომსახურების ფორმა-სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი)";
ვ) მე-5 მუხლის  მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"6. სამკითხველო დარბაზში შემოსვლისთანავე მკითხველმა უნდა მიმართოს რეგისტრატორს, ჩააბაროს პირადობის მოწმობა ან სტუდენტის ბარათი და აიღოს ბეჯი მაგიდის ნომრით. ბეჯის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველმა უნდა აცნობოს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ბეჯის დაკარგვის შესახებ. ბეჯის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი დადგენილი წესის მიხედვით უნივერსიტეტს უნაზღაურებს მის ღირებულებას".  
2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია  საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება