2013-09-27
ბრძანება №:113/01-01

,,მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების განვითარება’’ მილენიუმის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშა ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორის სტრატეგიულ განვითარებაში პროფესორ მარინე ჩიტაშვილის 2013 წლის 25  სექტემბრის №30046/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. მილენიუმის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების განვითარება’’, ფინალური პროექტის მომზადების მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარინე ჩიტაშვილი  - ვიცე-რექტორი სტრატეგიულ განვითარებაში, პროფესორი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) მერაბ ელიაშვილი -  ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში;
გ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
დ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

ე) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;

ვ) ნინო ინასარიძე - კოორდინატორი, უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;

3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;

4.   ბრძანება ძალაშია   ხელმოწერისთანავე.
 



   რექტორი, აკადემიკოსი                                    ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება