2015-11-05
ბრძანება №:168/02-01
,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 22 სექტემბრის №117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 22 სექტემბრის №117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 29 ოქტომბრის №40306/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 22 სექტემბრის №117/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.
ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 5 მსმენელის არსებობის შემთხვევაში“.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე