2018-02-05
ბრძანება №:26/01-01

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების  მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 1 თებერვლის №1759/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)   გიორგი შარვაშიძე- რექტორი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

ბ)  ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ალექსანდრე ცისკარიძე- რექტორის მოადგილე- სამუშაო ჯგუფის წევრი; 

დ) ლაშა საღინაძე -ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ირინე დარჩია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის  წევრი;  

ვ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ)თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;   

ლ)  დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) ანა ჟორჟოლიანი    -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების  განყოფილების უფროსი - სამუშაო ჯგუფის მდივანი;       

ო) ინგა ფარნიაშვილი - ააიპ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების ადმინისტრაციული მენეჯერი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

პ) ნიკოლოზ მელქაძე  -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (75/05; 31.12.2015წ) ფარგლებში) - სპეციალისტი - ABET-ის  ფასილიტატორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

2. დაევალოს რექტორის მოადგილეს ალექსანდრე ცისკარიძეს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და  საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით,  სამეცნიერო კვლევითი ერთეულებთან თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

3. დაევალოს  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ლაშა საღინაძეს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და    საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით, უნივერსიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

4. დაევალოს უნივერსიტეტის  ფაკულტეტის დეკანებს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით,  წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების მათდამი დაქვემდებარებულ ფაკულტეტებზე, ასევე სტუდენტებისათვის,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და  საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით, დაქვემდებარებულ ფაკულტეტებთან, ასევე სტუდენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე  ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

5. ეთხოვოს  უნივერსიტეტის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს ამ ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობით უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში  აქტიური  ჩართულობა. 

6. დაევალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის საბოლოო ვერსიის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის   23 თებერვლისა.  

7. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                           გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება