2016-10-05
ბრძანება №:1128/01-04
უცხო ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ
უცხო ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 492 მუხლის მე-2 პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 13 სექტემბრის №31484/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
მიენიჭოთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებს, რომელთაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - N1 დანართის შესაბამისად;
2.
ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე