2010-03-22
ბრძანება №:58/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შესარჩევი კომისიისა და კომისიის შუშაობის წესის დამტკიცების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის   შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
  • გიორგი ხუბუა, თსუ–ს რექტორი – კომისიის თავჯდომარე;
  • ირინე დარჩია – თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ;
  • ქევინ ქერიუ – “World Learning FORECAST” , ცენტრის დირექტორი;
  • ეკა თოდრია – “World Learning FORECAST”, ცენტრის დირექტორის მოადგილე;
  • თეა გერგედავა –  თსუ–ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
  • მარგარიტა შაქარაშვილი – თსუ–ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.
2.    დამტკიცდეს თსუ-ის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის   შესარჩევი კომისიისის მუშაობის წესი (დანართი 1).
3.    ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 17 თებერვლის N 27/02-01 ბრძანება  “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან
ურთიერთობის კოორდინატორის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ”       

ადმინისტრაციის ხელძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                                                           რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება