2017-11-06
ბრძანება №:229/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის №174/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის №174/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის  მოადგილის 2017 წლის 26 ოქტომბრის  №19321/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის  №174/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  "3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 14 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 6 დეკემბრისა;
2.     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.     დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

რექტორი         გიორგი შარვაშიძე               

« უკან დაბრუნება