2018-06-05
ბრძანება №:133/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ABET კომიტეტის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 25 მაისის #84/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ABET კომიტეტის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 25 მაისის  #84/01-01 ბრძანებაში დამატების  შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 30 მაისის  №11050/28  წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ABET კომიტეტის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 25 მაისის  №84/01-01 ბრძანების  პირველ  პუნქტს ,,კ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის მქონე  ,,ლ’’ ქვეპუნქტი: 
,,ლ) მაგდა ცინცაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომიტეტის წევრი.’’
2. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                 გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება