2011-04-01
ბრძანება №:34/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

       „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, 53-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57 –ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ალექსანდრე ცისკარიძის 2011 წლის 14 მარტის №5902/02 და 2011 წლის 29 მარტის №7845/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფეიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე "პედიატრია" - 6 ადგილი.
  2. მიღება განხორციელდეს "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე" სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის  №80/01-01 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისად.
  3. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადების) საგანამანალთლებლო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

    ა)   საბუთების მიღება : 4 აპრილი - 11 აპრილი;

    ბ)    გასაუბრება – 12 აპრილი;

    გ)    შედეგების გამოცხადება – 13 აპრილი;


  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანების საჯაროდ გამოცხადების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება