2018-12-26
ბრძანება №:340/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის-სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის N135/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის N204/2018 დადგენილების, თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 03 დეკემბრის N8 სხდომის ოქმის, თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მელქაძის 2018 წლის  25 დეკემბრის N26662/10 და თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორი ტატიშვილის 2018 წლის 17  დეკემბრის N26014/10  და 21 დეკემბრის N26439/10   კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის  24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი N1-ის 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,50. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი
1. ნიკოლოზ მელქაძე - ცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხსიმგებელი პირი.“.
ბ) ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ნ“ პუნქტი:
,,ნ. სახელოსნო
ნ.ა) ნოდარ თაზიაშვილი - სახელოსნოს უფროსი;
ნ.ბ) მალაქია გავაშელი - სატრანსპორტო მეურნეობაში ინჟინერი.“. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება