2014-10-24
ბრძანება №:1811/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის `ა~, `ბ~ `ო~ და `პ~ ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, `უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, `სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ~ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2014 წლის 21 ოქტომბრის №36796/02 წერილისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:
 
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6). 

2. შეტანილ იქნას ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                       იოსებ სალუქვაძე

« უკან დაბრუნება