2018-09-05
ბრძანება №:206/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 5 სექტემბრის N17796/31-01 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 23 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 სექტემბერი - 1 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 ოქტომბერი - 19 იანვარი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 21 იანვარი - 9 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები);
18 - 25 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 6 იანვარი; 26 თებერვალი - 3 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი – 4 მარტი
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი – 15 ივნისი
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22 - 27 ივლისი
(დამატებითი გამოცდები)
ბ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე
« უკან დაბრუნება