2019-08-22
ბრძანება №:207/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობებზე  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის სამეცნიერო    პერსონალის    სამსახურში    მიღების    ერთიანი    წესისა    და    სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა   გელაშვილის 2019 წლის 20 აგვისტოს  N15892/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2019 წლის
15 აგვისტოს სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის      ინსტიტუტში   უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის    თანამდებობებზე     შესარჩევად     დამტკიცდეს     კომისია     შემდეგი შემადგენლობით:

ა)   მაია გაიოზიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასისტენტ პროფესორი.

ბ)   ალექსანდრე ღონღაძე - ფიზიკა-მატემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ) ნიკოლოზ ბარათაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე.

დ)  დევი ცხაკაია - ფიზიკა-მატემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პლაზმის ფიზიკის განყოფილების კონსულტანტი.



2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მაია გაიოზიშვილი,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე ღონღაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად  ნიკოლოზ ბარათაშვილი ;

3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის პირველი ოქტომბრისა.

5.  წინამდებარე     ბრძანება    კანონმდებლობით     დადგენილი     წესით    გადაეცეს დაინტრესებულ     პირს     და    შესაბამის     სტრუქტურულ     ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი,   პერსონალის    მართვის   დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის    სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
« უკან დაბრუნება