2014-06-04
ბრძანება №:76/01-01

2014-2015 სასწავლო წლიდან თსუ უცხოენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (17130/02; 03.06.2014) საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    ჩატარდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, 2014-2015  სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.  კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 5 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის მეორე კორპუსი, ოთახი #204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3).
3.  დამტკიცდეს კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი
შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე ელიზაბეტ ფენორი (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის  ხელმძღვანელი);
ბ)  კომისიის წევრი კრისტიან ქუინი (რობერტ ბოშის ფონდის ლექტორი);  
გ)  კომისიის წევრი ანა ბოეტჰერი (თბილისში გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის საელჩოს კულტურის და განათლების განყოფილების თანამშრომელი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორ¬დი¬ნატორი – ირინა გამყრელიძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ¬ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი,პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება