2015-10-23
ბრძანება №:196/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის #224/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის -  სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის   დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის #224/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის #224/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესში:
ა) წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტიპენდია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში  გაიცემა (ინიშნება) წინა სასწავლო წლის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე”.
ბ) წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ინფორმაცია გამოვლენილი სტიპენდიანტების შესახებ, არაუგვიანეს ყოველი წლის 2 ნოემბრისა, ეგზავნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზს”.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი,  პროფესორი                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება