2015-12-24
ბრძანება №:231/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 21 ოქტომბრის #194/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 21 ოქტომბრის  №194/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 2015 წლის 30 ნოემბრის თსუ აკადემიური საბჭოს №123/2015-ით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ქ. გაბუნიას 2015 წლის 18 დეკემბრის №46947/02  წერილის  (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ნ. გაფრინდაშვილის შუამდგომლობით)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 21 ოქტომბრის  №194/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
 "3. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 21 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 24 ნოემბერიდან 2015 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 25 იანვრისა;"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                          
   
    

« უკან დაბრუნება