2015-10-05
ბრძანება №:189/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატებისა და მოწმობების ფორმებისა და სერტიფიკატებისა და მოწმობების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატებისა და მოწმობების  ფორმებისა და სერტიფიკატებისა და მოწმობების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

                     ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატებისა      და მოწმობების ფორმები  
2. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სერტიფიკატებისა და მოწმობების   გაცემის წესი
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატისა და მოწმობის ფორმებისა და სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ" თსუ რექტორის 2013 წლის 25 თებერვლის №23/01-01 ბრძანება; 
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
6. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.


  რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

« უკან დაბრუნება