2016-10-10
ბრძანება №:1162/01-04

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 23 სექტემბრის №1054/01-04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 23 სექტემბრის №1054/01-04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2016 წლის  6 ოქტომბრის #37052/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გასწორდეს პირად ნომერში დაშვებული ტექნიკური შეცდომა ,,სსიპ _  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 23 სექტემბრის №1054/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის ,,1.4.” ქვეპუნქტით დამტკიცებულ №4 დანართში 53-ე ნომრად მითითებულ სალომე სილაგაძის ნაწილში და 53-ე ნომერი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:


53.

სილაგაძე

სალომე

 

ეკონომიკა


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 
« უკან დაბრუნება