2010-07-02
ბრძანება №:60/01-01
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 91-ე დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31Mმაისის № 107/02-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
- ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
- კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
მათემატიკის მიმართულება
ქვემიმართულება: მათემატიკური ანალიზი – 3 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: ალგებრა-გეომეტრია – 1 ასისტენტ-პროფესორი;
კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება
ქვემიმართულება: თეორიული ინფორმატიკა – 2 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: გამოყენებითი ინფორმატიკა – 3 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: პრაქტიკული ინფორმატიკა – 2 ასისტენტ-პროფესორი; 1 – ასოცირებული პროფესორი;
ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)
ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები - 3 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი ტექნოლოგიები: - 2 ასისტენტ-პროფესორი;
გეოგრაფიის მიმართულება
ქვემიმართულება: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია – 2 ასისტენტ - პროფესორი;
ქვემიმართულება: რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება – 1 ასოცირებული პროფესორი;
ქვემიმართულება: ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია – 1 ასისტენტ-პროფესორი;
გეოლოგიის მიმართულება: - 3 ასისტენტ პროფესორი;
ქიმიის მიმართულება
ქვემიმართულება: ზოგადი არაორგანული და ელემენტორგანული ქიმია - 1 ასისტენტ პროფესორი;
ქვემიმართულება: ორგანული ქიმია – 2 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: ბიოორგანული ქიმია – 1 ასისტენტ პროფესორი;
ქვემიმართულება: მაკრომოლეკულების ქიმია – 1 ასისტენტ პროფესორი;
ქვემიმართულება: ფიზიკური და ანალიზური ქიმია – 2 ასისტენტ- პროფესორი;
ბიოლოგიის მიმართულება:
ქვემიმართულება: ბიომრავალფეროვნება – 2 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია – 1 ასისტენტ- პროფესორი;
ქვემიმართულება: ბიოქიმია – 2 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: გენეტიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
ფიზიკის მიმართულება
ქვემიმართულება: თეორიული ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა – 2 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: პლაზმის ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
ქვემიმართულება: ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
ინტერდისციპლინური (ბიოფიზიკა) - 2 ასისტენტ-პროფესორი;
- კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 2 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 2 აგვისტოდან 2010 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 720 (შვიდასოცი) ლარს, ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 540 (ხუთასორმოცი) ლარს.
-
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა და ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
-
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია ( CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2010 წლის 2 აგვისტოდან 2010 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი №234;
- ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება №15793/02; 30.06.2010წ.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა