2008-06-11
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება № 42/01-01)

ბრძანება # 42 / 01-01
       11.06.2008 წ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ “ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N# 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების  თანახმად,

 

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. კონკურსი ცხადდება 12 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 ივლისი.
  1. კონკურსი ცხადდება მედიცინის ფაკულტეტის 79 ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკვებლად:
  • თერაპიის დეპარტამენტი 1 სრული, 4 ასოცირებული და 4 ასისტენტ პროფესორი;
  • ქირურგიის დეპარტამენტი 1 სრული, 4 ასოცირებული და 4 ასისტენტ პროფესორი; 
  • ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი 1 სრული, 5 ასოცირებული პროფესორი; 
  • ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი;
  • სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული და 2 ასისტენტ პროფესორი;
  • უროლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 2 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი;
  • პედიატრიის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი;
  • მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 4 ასოცირებული პროფესორი; 
  • ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული და 3 ასისტენტ პროფესორი;
  • პათოლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 4 ასოცირებული პროფესორი;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი 1 სრული, 4 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი;
  • სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი 1 სრული, 2 ასოცირებული და 3 ასისტენტ პროფესორი;
  • ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 2 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი;
  • დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი;
  • ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული პროფესორი;
  • გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი 1 სრული, 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი.

 

    4. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

    4.1. ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

     

    • თანხმობის წერილს იმ კლინიკური ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
    • კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითადი სტატისტიკური მონაცემებს;
    • კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის  განკუთვნილი სივრცის აღწერილობა და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

      4.2. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    • პირადობის მოწმობის ასლი ;
    • ავტობიოგრაფია (CV);
    • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების)  ასლი;
    • სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
      სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    •  ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

      4.3. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა შესაძლებელია წარმოადგინოს:

    • ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;
    • ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

      4.4 ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

    • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    • პირადობის მოწმობის ასლი ;
    • ავტობიოგრაფია (CV);
    • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • სამოტივაციო წერილი.

      5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.

    6. ბრძანება გამოქვეყნდეს.

    გიორგი ხუბუა
    რექტორი

« უკან დაბრუნება