2009-11-16
ბრძანება №:128/01-01

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,       34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესის შესახებ"აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების,  "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  2009 წლის 13 ნოემბრის #215/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის  პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
3.  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება  არჩეულ იქნას  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
4.  კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 27 ნოემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 28 დეკემბრიდან 2010 წლის 15 იანვრის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
5.  კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
          
   ფიზიკის მიმართულება:
მიკრო და ნანოელექტრონიკის ქვემიმართულება – 1 ასოცირებული    პროფესორი;

თეორიული ფიზიკის ქვემიმართულება – 1 ასისტენტ-პროფესორი;
ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ქვემიმართულება – 1 ასისტენტ-პროფესორი;

კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულება:
ტექნიკური ინფორმატიკის ქვემიმართულება -  1 ასისტენტ-პროფესორი;

მათემატიკის მიმართულება:
მათემატიკური ანალიზის ქვემიმართულება – 1 ასისტენტ-პროფესორი;
დიფერენციალური განტოლებების ქვემიმართულება – 1 ასისტენტ-პროფესორი;
გეოგრაფიის მიმართულება:
ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ოკეანოლოგიის ქვემიმართულება –  1 ასოცირებული პროფესორი;
     
6.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება    თვეში 720 (შვიდას ოცი) ლარით. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 540 (ხუთას ორმოცი) ლარით.
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხისა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით);
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

         კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა  ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ)    მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

8. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (cv);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხისა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით); ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
   ე) სამოტივაციო წერილი.

9.    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2009 წლის 28 დეკემბრიდან 2010 წლის 15 იანვრის ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი #234;
10. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და  განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #27805/02 20.11.2009წ.







        რექტორი, პროფესორი
                                       გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება