ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში, ზანდუკელის ქ. #16-ში მდებარე 2 სხვადასხვა ფართის კვების ობიექტის მოწყობის მიზნით იჯარით გადაცემის თაობაზე კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ (ბრძანება №08/02-01)
ბრძანება № 08/02-01
21.01.2009
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში, ზანდუკელის ქ. #16-ში მდებარე 2 სხვადასხვა ფართის კვების ობიექტის მოწყობის მიზნით იჯარით გადაცემის თაობაზე კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23 - 24, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 16. 12. 2008 წ. #17-10-1/16867 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 01. 12. 2008 წ. #15/3092/9-8 მოწერილობებიდან და წარმომადგენლობითი საბჭოს 29. 12. 2008 წლის #17 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
- გამოცხადდეს კონკურსი ქ. თბილისში, ზანდუკელის ქ. #16-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული 2 სხვადასხვა ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე, კვების ობიექტის მოწყობის მიზნით, დანართი #1-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
- კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გალდავა გულნაზი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მინდელი შოთა- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლაცაბიძე ნათელა - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ხარბედია რომანი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ე) ბერეკაშვილი დავითი - მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ვ) ჩერქეზიშვილი დავითი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ზ) კუტალაძე ნინო – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
თ) საღარეიშვილი ირაკლი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ი) ცარციძე მურმანი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
კ) ლივნი ერიკი - თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი;
ლ) მიქელაძე მზია - თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
- საკონკურსო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგაძე ნანა- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე;
ბ) მერკვილიშვილი ანეტა - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
-
დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა, ასევე დანართით #1 განსაზღვრული საკონკურსო პირობების გამოქვეყნება გაზეთში ,,24 საათი".
-
დაევალოს თსუ კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება.
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
-
კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გ. გალდავა