ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ (ბრძანება N38/01–01)
ბრძანება № 38/01–01
07.05.2007 წ.
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო
კომისიის დამტკიცების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, "ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების დამტკიცების თაობაზე" 2007 წლის 15 მარტის #05/01-03 ბრძანების, 2007 წლის 20 აპრილის რექტორის #33/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ფილოლოგიის მიმართულების ლიტერატურის თეორიის სპეციალიზაციით ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რატიანი ირმა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ბ) ხინთიბიძე ელგუჯა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი;
გ) მინაშვილი ვლადიმერი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის
შემსრულებლის წარდგინება
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება