2015-02-09
ბრძანება №:28/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - "სამართალი“ სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - "სამართალი“ სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

  "უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 5 თებერვლის №3245/02 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - "სამართალი“ სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა:

სისხლის სამართალი
საგამოცდო კომისია:
1. ნონა თოდუა
2. გიორგი თუმანიშვილი

საპრეტენზიო საბჭო:
1. მაია ივანიძე


საჯარო სამართალი
საგამოცდო კომისია:
1. ირმა ხარშილაძე
2. ქეთევან ერემაძე

საპრეტენზიო საბჭო:
1. მაია კოპალეიშვილი
2. ირაკლი კახიძე


კერძო სამართალი
საგამოცდო კომისია:
1. მარიამ ცისკაძე (კომისიის თავმჯდომარე)
2. დიანა ბერეკაშვილი

საპრეტენზიო საბჭო:
1. ეკატერინე შენგელია


2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილ ზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება