2018-03-09
ბრძანება №:48/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით არჩევნების გამოცხადებისა და არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით არჩევნების გამოცხადებისა და არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის, მე-9, მე-11 პუნქტებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 07 მარტის №4463/31-05 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების უზრუნველსაყოფად კერძო სამართლის მიმართულებაზე გამოცხადდეს ფაკულტეტის საბჭოს წევრის არჩევნები, არჩევნები ჩატარდეს – 2018 წლის 19 მარტს.
2.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების პროფესორთა კრებამ უზრუნველყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატის არჩევა უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
3.კერძო სამართლის მიმართულებაზე არჩევნების შედეგების წარმოდგენა იურიდიული ფაკულტეტის დეკანატში განხორციელდეს მიმართულების პროფესორთა სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტისა.
4.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და იურიდიული ფაკულტეტისათვის გადაცემა.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე
ალექსანდრე ცისკარიძე