2011-06-06
ბრძანება №:54/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის № 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის № დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება #91-ში ცვლილების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის 129/2010 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 9 ნოემბრის №31 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 27 დეკემბრის №293/02-01 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის M30 მაისის №13540/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
3. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 6 ივნისისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 6 ივლისიდან 2011 წლის 20 ივლისის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
5. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
ამერიკისმცოდნეობა
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
საქართველოს ისტორია
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ასისტენტ პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ფრანგული ფილოლოგია
ასისტენტ პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
იტალიური ფილოლოგია
ასისტენტ პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
გერმანული ფილოლოგია
ასისტენტ პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 720 (შვიდას ოცი) ლარით.
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი
ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
b) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
9. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 540 (ხუთას ორმოცი) ლარით;
10. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
11. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 6 ივლისიდან 2011 წლის 20 ივლისის ჩათვლით თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზ. №36 (V კორპუსი) მე-3 სართული, ოთახი #315;
12. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
13. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი