2010-09-16
ბრძანება №:210/02-01

“სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 თებერვლის №21/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 თებერვლის №21/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის,  ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის,  25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის  საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება “სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 თებერვლის №21/02-01 ბრძანების პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ა)  დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
    ბ)  ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;

    გ)  არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

    თ) სერგო სანაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების
    უფროსი.

  2. სატენდერო კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულ იქნას: 
    გ) დავით ბერეკაშვილი – მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

  3. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა)  უზრუნველყოს ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. 
  4. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ- გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება