2012-11-14
ბრძანება №:146/02-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებში ელექტრო მეურნეობის ტექნიკური ნორმების ვარგისიანობის შემოწმების, შეკეთებისა და შესაბამისი აქტის გაფორმების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებში ელექტრო მეურნეობის ტექნიკური ნორმების ვარგისიანობის შემოწმების, შეკეთებისა და შესაბამისი აქტის გაფორმების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის   28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ოქტომბრის № 26168/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებში ელექტრო მეურნეობის  ტექნიკური ნორმების ვარგისიანობის შემოწმების, შეკეთებისა და შესაბამისი აქტის გაფორმების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი მაისურაძე – უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თედო ჯანგულაშვილი – უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
გ) გიორგი მაისურაძე – უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი, კომისიის წევრი.
2.  დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3.  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება