2010-12-03
ბრძანება №:2028/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შეუსრულებლობის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შეუსრულებლობის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 26 ნოემბრის №29352/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 26 ნოემბრის №29324/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 19 ნოემბრის №28854/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 25 ნოემბრის №29248/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 30 ნოემბრის №29567/02 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2010 წლის 25 ნოემბრის №29226/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შეუსრულებლობის გამო ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:

    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);

  1. შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ის ნაწილში) და ეცნობოს სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                  ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება