2011-05-13
ბრძანება №:48/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 10 მაისის №46/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 10 მაისის №46/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 13 მაისის №11937/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 10 მაისის №46/01-01 ბრძანების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ".

  2. შევიდეს ცვლილება რექტორის 2011 წლის 10 მაისის #46/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის განისაზღვროს შემდეგი სახით:


    ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10 - 16 მაისი;

    ბ)  აკადემიური რეგისტრაცია – 11 - 16 მაისი;

    გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 16 მაისი-27 აგვისტო;

    დ) საგამოცდო პერიოდი – 29 აგვისტო-10 სექტემბერი (ძირითადი გამოცდები),

                                                    12-20 სექტემბერი (დამატებითი გამოცდები)".


  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                     ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება