2019-07-09
ბრძანება №:171/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის  პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2019 წლის 3 ივლისის N12700/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ     საზოგადო     მოღვაწეთა     და     მეცნიერთა     ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის
2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).

2. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება