2018-03-27
ბრძანება №:59/01-01

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის   დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (5822/10; 23.03.2018) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 28 მარტს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო  უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი N121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)რუსუდან დოლიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)მერაბ ხოხობაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
გ)დემეტრე ეგნატაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
რექტორი           გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება