2016-11-03
ბრძანება №:181/02-01
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის 2016 წლის 20 ოქტომბრის №183/99-01-01-60 კორესპონდენციის, ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის 2016 წლის 31 ოქტომბრის N39919 სამსახურებრივი ბარათისა და საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის 2016 წლის 27 ოქტომბრის N39620/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში:
1.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-9 მუხლის 9.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9.3. ავთანდილ თარხნიშვილი - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი“;
2.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-20 მუხლის 20.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20.1. ქეთევან ლორთქიფანიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე“;
3.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-9 მუხლის 9.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9.1. ოთარ თაბორიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე“;
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა