* სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ლელა გაფრინდაშვილის დანიშვნის შესახებ (ბრძანება №09/01-03)
ბრძანება № 09 / 01-03
16.02.2009 წ
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე
ლელა გაფრინდაშვილის დანიშვნის შესახებ
საქრთველოს შრომის კოდექსის მე - 6 მუხლის I - ლი პუნქტის, 31-მუხლის
1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის
22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008
წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო
განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის # 15/02-01 ბრძანების, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ"
2008 წლის 19 ნოემბრის #100/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნოს 2009 წლის 3 თებერვლიდან 2012 წლის 4 თებერვლამდე ლელა
გაფრინდაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიურ
თანამდებობაზე;
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს
ლ. გაფრინდაშვილთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის # 177
დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ".
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა