2012-07-20
ბრძანება №:95/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-3 მუხლის თანახმად, უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა, სტუდენტის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ცოდნის გადაცემა – გენერირება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის. ამავე წესდების 56-ე მუხლის თანახმად, სტუდენტის ძირითადი უფლებაა, მიიღოს სრულყოფილი და ხარისხიანი განათლება. შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზნებიდან და სტუდენტის ფუნდამენტური უფლებებიდან გამომდინარე, აუცილებელია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულების მიერ აღდგენილ იქნას სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის, მე-20 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის №20 ოქმით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
                          
ვბრძანებ:
  1. აღდგენილ იქნას სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობები.
  2. გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის პროცესის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულებს.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  4. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება