2011-04-08
ბრძანება №:37/01-01

2011/2012 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2011/2012 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ე” ქვეპუნქტისა და 16-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (8431/02; 04.04.2011) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი  პროგრამების ფარგლებში, 2011-2012 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
  2. კონკურსი ჩატარდეს 2011 წლის 13-14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი 237).
  3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა)    კომისიის თავმჯდომარე პროფ. ნინო დურგლიშვილი (თსუ ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი)

    ბ)   კომისიის წევრი პროფ. ლია წულაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

    გ) კომისიის წევრი პროფ. ეკა ლეკაშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
    ფაკულტეტი)
    დ) კომისიის წევრი პროფ. ნინო რუხაძე (თსუ იურიდიული ფაკულტეტი)

    ე) კომისიის წევრი პროფ. თედო დუნდუა (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

  4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ანი ჭელიშვილი.
  5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
  6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
  8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.








რექტორი:                            ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება