2014-10-17
ბრძანება №:192/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და   მე-11 პუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი
ა.ა) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია – 20-27 ოქტომბერი;
ა.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 20 ოქტომბერი- 31 იანვარი;
ა.გ) საგამოცდო პერიოდი - 2 -14 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 16– 28 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 16 თებერვალი-7 მარტი;
ბ.ბ.აკადემიური რეგისტრაცია - 4 - 9 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 9 მარტი – 20 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 22 ივნისი - 4 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 6–18 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე           მერაბ ელიაშვილი

« უკან დაბრუნება