2017-01-25
ბრძანება №:12/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - ,,ტურიზმი’’ სტატუსშეწყვეტილ სტუდენტ მარიამ ხვედელიანის 2017 წლის 18 იანვრის N1416/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - ,,ტურიზმი’’  სტატუსშეწყვეტილ სტუდენტ მარიამ ხვედელიანის 2017 წლის 18 იანვრის N1416/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და მარიამ ხვედელიანის 2017 წლის 18 იანვრის N1416/02 კორესპონდენციის საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - ,,ტურიზმი’’ სტატუსშეწყვეტილ სტუდენტ  მარიამ ხვედელიანის 2017 წლის 18 იანვრის N1416/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით: 
ა) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სოფიო ცინცაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გ) მამუკა ხუსკივაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე; 
დ)  დარეჯან ფიფია  - შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტორი;
ე) შოთა ფოთოლაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (კომისიის მდივანი);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
3. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი                        გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება