2015-02-12
ბრძანება №:10/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)” ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)”
ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 09 ივლისის №103/01-01 ბრძანების და აკადემიური განვითარებისა უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 11 თებერვლის №3868\02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)” - საფასური თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 255 ლარის ოდენობით;
2.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის კურსის საფასური განისაზღვროს 225 ლარის ოდენობით;
3.
საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსი “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1, B2)” გაიხსნას მინიმუმ 7 მსმენელის არსებობის შემთხვევაში;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5.
დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ვებ გვერდზე განთავსება.
6.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე