2019-03-22
ბრძანება №:74/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2019 წლის 20 მარტის N4915/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
დავით გოცირიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი -კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლელა ხუციშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
გ) ილონა ქენქაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) მარინე კობეშავიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე)
მაია ჯავახიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ვ) კონსტანტინე ბრეგაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული - პროფესორი - კომისიის წევრი;
ზ) ნატალია ბასილაია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
თ) მარინე ალექსიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ი) ირინე დემეტრაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი - კომისიის წევრი;
კ) ციური ახვლედიანი - თსუ ემერიტუსი - კომისიის წევრი;
ლ) ნინო ბაგრატიონ - დავითაშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის წევრი;
მ) ნინო აბრალავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 3 აპრილის ჩათვლით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება