2018-05-31
ბრძანება №:151/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში  დამატებების  შეტანის თაობაზე

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 მაისის N135/02-01 ბრძანების, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის  2018 წლის 23 მაისის N10520/10, 28 მაისის N10750/10 და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 24 მაისის N10617/10 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი სახის დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში:

ა)  ბრძანების  დანართი N1-ის 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 46-ე პუნქტი: 

,,46. ესმა ტყებუჩავა - რესტავრაციის განყოფილების გამგე - რესტავრაციის განყოფილებაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა, ოთახი N302)“;

ბ)  ბრძანების 50-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ბ.კ“-,,ბ.ნ“ ქვეპუნქტები:

,,ბ.კ) ზაზა ლეჟავა- უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ.ლ) ლელა გადრანი -მეცნიერი თანამშრომელი;
ბ.მ) გიორგი ყავლაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი;
ბ.ნ) გიორგი ჩართოლანი - ლაბორანტი“;


გ)  ბრძანების 50-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,გ.ი“ ქვეპუნქტი:

,,გ.ი) ნიკოლოზ სუქნიძე- მეცნიერი თანამშრომელი“;

დ)  ბრძანების 50-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,დ.დ“-,,დ.ვ“ ქვეპუნქტები:

,,დ.დ) ზაზა გულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი;
დ.ე) ვალერიანე კეკენაძე - მეცნიერი თანამშრომელი;
დ.ვ) თამარ ხარძიანი - მეცნიერი თანამშრომელი“;

ე)  ბრძანების 50-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ე.ბ“- ,,ე.ე“ ქვეპუნქტები:

,,ე.ბ) მზია თუთბერიძე - მეცნიერი თანამშრომელი;
ე.გ) ნანა კვირკველია - მეცნიერი თანამშრომელი;
ე.დ) გიორგი ხომერიკი - მეცნიერი თანამშრომელი;
ე.ე) სოფიკო ჯვარშეიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,                                          
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი                              ლაშა საღინაძე





« უკან დაბრუნება