2019-09-10
ბრძანება №:214/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2019 წლის 6 სექტემბრის N16820/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რამაზ ქურდაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი -
კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლელა ჟამურაშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის მდივანი;
გ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) ირინა გველესიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) ქეთევან გოჩიტაშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის წევრი;
ვ) ვალერია ფურცელაძე - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის წევრი;
2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 11 სექტემბრიდან 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე