2018-04-05
ბრძანება №:67/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 მარტის №4777/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 მარტის
№4777/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის 2018 წლის 13 მარტის №4777/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 მარტის #4777/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი - კომისიის წევრი;
ბ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
გ) გიორგი კიკალიშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - კომისიის წევრი;
დ) თეა ზარნაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი-კომისიის წევრი;
ე) შოთა ჭანტურიძე - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
ვ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი.
2. დაევალოს კომისიას კომისიის სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, კომისიის პირველ სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე