2020-03-02
ბრძანება №:52/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 28 თებერვლის N3743/31-01 წერილის საფუძველზე, 

ვბრძანებ:


1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის
„ვ.დ“, „ვ.ვ“, „ვ.თ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „ვ.დ) სააუდიტორიო მეცადინეობები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა)- 16 მარტი-27 ივნისი;
ბ) „ვ.ვ)   საგამოცდო  პერიოდი  ეკონომიკისა  და   ბიზნესის     ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა) - 29 ივნისი-22 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი-4 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);“
გ) „ვ.თ) არდადეგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა)- 5 აგვისტო - 13 სექტემბერი; “

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ნინო ოკრიბელაშვილი

« უკან დაბრუნება