2016-04-07
ბრძანება №:50/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის   21 მარტის #47/01-01 ბრძანების მე-5 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 01 აპრილის #12785/02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 325 000 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად: 

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 51 549 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 58 870 ლარი; 
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 41 959 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 80 507 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 54 349 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 19 180 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 18 586 ლარი;

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                  

« უკან დაბრუნება